ბუნება ჩვენი მკურნალია - ოხრახუში

ბუნება ჩვენი მკურნალია - ოხრახუში

ოხრახუში ( ლათ. Petroselinum) არის სიცივეგამძლე, არაპრეტენზიული მცენარე. აქვს სასიამოვნო სუნი და მოტკბო გემო.
თუ გსურთ ორგანიზმის გაჯანსაღება ბუნებრივი საშუალებებით ეს მცენარე თქვენს სამსახურშია. ოხრახუში ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის მაღალ არტერიულ წნევას და სხვა მრავალ დაავადებას. რამოდენიმე მათგანს ჩამოგითვლით სტატიაში.მაშ ასე: ოხრახუშში შემადგენელი ვიტამინები და მიკროელემენტები გახლავთ უნიკალური სარგებლის მომტანი არა მხოლოდ ცოცხალი სახით, არამედ გაყინულიც კი ინარჩუნებს თავის თვისებებს.
მის შემადგენლობაშია:


• ვიტამინი C - ს დიდი პროცენტულობა
• ფოლიუმის მჟავა - ვიტამინი ბ9
• ვიტამინი A
• ვიტამინი PP ანუ ნიკოტინის მჟავა
• ვიტამინი E
• ვიტამინი K
• ვიტამინი B1
• ვიტამინი B2 ანუ რიბოფლავინი
ოხრახუშის სტაბილურად მიღების შემთხვევაში თქვენ გაგიუმჯობესდებათ გულსისხსძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა, ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის შემადგენლობა, ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, ფსიქიკური წონასწორობის აღდგენა, კუჭის წვენის წარმოქმნა, კალციუმის ცვლა ორგანიზმში, ეპიდერმისი და მხედველობის მდგომარეობა. მასში შემავალი ვიტამინი E გახლავთ მთავარი ანტიოქსიდანტი,რომელიც ეხმარება დაბერების პროცესის შენელებასა და კაპილარების აღდგენას.
ოხრახუშის ფოთლებიც და ფესვებიც შეიცავენ:
• ქლოროფილს
• ცილებს
• ცხიმებს
• ნახშირწყლებს
• უჯრედისს
• თუთიას
• რკინას
• კალციუმს
• შაქარს( გლუკოზა,საქაროზა,ფრუქტოზა)
• მაგნიუმს
• მანგანუმს
• სელენს
• ფოსფორს და სხვა..
ოხრახუში გამოიყენება:
•ართრიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
•ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესებისთვის;
•სისხლძარღვების კედლების განმტკიცებისთვის;
•ანტიოქსიდანტების გამომუშავებისთვის;
•ჰემოლოგიური (სისხლის) დაავადებების პროფილაქტიკისთვის;
•არტერიული წნევის შემცირებისთვის;
•რესპირატორული და ალერგიული რინიტების პროფილაქტიკისთვის;
•მომატებული მჟავიანობის რეგულირებისთვის;
•შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების მკურნალობისთვის;
•ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის;
•პირის ღრუს სანაციისთვის;
•პიელონეფრიტის მკურნალობისთვის;
•სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებისთვის);
•ორგანიზმიდან მარილებისა და ტოქსინების გამოდევნისთვის (არის შარდმდენი საშუალება);
•მხედველობის გაუმჯობესებისთვის;
•ქსოვილების რეგენერაციისთვის.
მიიღეთ ოხრახუში სხვა მცენარეებთან ერთად კოქტეილის სახით. საუკეთესო საშუალება ვიტამინების მთელი კომპლექსის შესავსებად.
ოხრახუშის გამოყენება მისი მაღალი ბიოლოგიური აქტივობის გამო სიფრთხილეს საჭიროებს. არსებობს რისკი მცენარის მიმართ პირადი აუტანლობის.ასევე უკუნაჩვენებია მწვავედ მიმდინარე ცისტიტისა და ნეფრიტის დროს.
დიდი რაოდენობით მიღებამ კი შეიძლება კალციუმის ცვლაზე ნეგატიურად იმოქმედოს.
გაითვალისწინეთ! დიდი რაოდენობით მიღება იწვევს პირღებინებას, თავბრუსხვევას ჰალუცინაციებსაც კი.
ეცადეთ დაიცვათ ზომიერება. თუმცა ის არა მხოლოდ ოხრახუშის მიღებაშია საჭირო.
გისურვებთ სულისა და სხეულის სიჯანსაღეს!
ავტორი: ნიკი კარტოზია

გაზიარება: