დარჩი შინ! მაგრამ როგორ შევძლოთ ბავშვების სახლში გაჩერება ისე, რომ მინიმალური დრო გაატარონ კომპიუტერთან?!

დარჩი შინ! მაგრამ როგორ შევძლოთ ბავშვების სახლში გაჩერება ისე, რომ მინიმალური დრო გაატარონ კომპიუტერთან?!

დარჩი შინ! მაგრამ როგორ შევძლოთ ბავშვების სახლში გაჩერება ისე, რომ მინიმალური დრო გაატარონ კომპიუტერთან?! მარტივად, ასწავლე თამაში, ან ისწავლე მათგან თამაში!
 
დღეისათვის covid 19 -ის  გამო შექმნილი მდგომარეობის შედეგად ყველა ვრჩებით შინ , ჩვენი შვილები მიძალებულები არიან ტექნიკას, რაც ჩვენ ასე ძალიან არ გვსიამოვნებს, რადგან ვიცით ტექნიკის მავნე ზეგავლენის შესახებ. ბევრი მშობელი ამბობს ფრაზას ,,ვერაფრით ვერ დავაინტერესე ჩემი შვილი“. თუმცა ეს ფრაზა სრულიად უსაფუძვლოა, რადგან 3 თვის ბავშვიც კი შეგვიძლია დავაინტერესოთ, თუ ჩვენ მისი ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს გავითვალისწინებთ. ასაკობრივი განვითარების თავისებურებებში იგულისხმება ის უნარ-ჩვევები, რაც კონკრეტული ასაკობრივი პერიოდისთვის აქვს გამომუშავებული. 2 წლის ბავშვს ჩვენ ვერ შევთავაზებთ წესებიან თამაშს, რადგან მის შესაძლებლობებში არ შედის რთული ინსტრუქციების დამახსოვრება/გათვალისწინება, შესაბამისად ვერ დავაინტერესებთ მათ.  
როგორ მოვიქცეთ? გავითვალისწინოთ განვითარების ,,უახლოესი ზონა“(ვიგოტსკი), რომელშიც იგულისხმება თამაშის იმგვარად დაგეგმვა, რომლის შესრულებაც ბავშვს უფროსის დახმარებით შეუძლია, საბაზისო უნარს კი თვითონ ფლობს. მაგ. შეუძლია ბურთის ხელში ჭერა მაგრამ არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაგდება სხვისთვის. ამ შემთხვევაში საბაზისო უნარი არის ის, რომ მას ბურთის ჭერა შეუძლია და ,,უახლოესი ზონა,“ არის ის რომ უფროსის  ხელის ხელში ჩაჭიდებით შეძლებს ბურთის გადაგდებას. არ აქვს ნიშვნელობა ასაკს, მთვარია ბავშვის თამაში დაიგეგმოს ისე, რომ არ იყოს ზედმეტად მარტივი და ზედმეტად რთული, და რაც მთავარია, გამომდინარეობდეს მისივე ინტერესებიდან, რათა მან შეძლოს განვითარების ახალ საფეხურზე ასვლა.
  
გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სათამაშოები, წიგნები და სხვა გასართობი საშუალებები. სათამაშო რესურსის მოფიქრება ნებისმიერი მატერიისგან შეიძლება. თქვენ შვილთან ნამდვილი ურთიერთობის რამოდენიმე წუთი, შესაძლოა მთელ ცხოვრებას უდრიდეს.  იყავი აქ და ამჟამად, მოუსმინე, დაინახე მისი ინტერესები, გაითვალისწინე განვითარების ,,უახლოესი ზონა“ და გპირდებით ისინი ნაკლებად დაინტერსდებიან კომპიუტერით. 
ავტორი: ფსიქოლოგი  ეკატერინე ცხვარიაშვილი

 

 

 

გაზიარება: