ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით,კორონავირუსის სწრაფი ტესტები საქართველოში ხვალიდან იქნება

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით,კორონავირუსის სწრაფი ტესტები საქართველოში ხვალიდან იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით,კორონავირუსის სწრაფი ტესტები საქართველოში ხვალიდან იქნება.

„როგორც დავაანონსეთ, ხვალ ველოდებით  საქართველოში ტესტების შემოტანას და ოთხშაბათიდან შეგვიძლია, დავიწყოთ  მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსით დაინფიციდებული ადამიანი. ტესტების შემოტანა მოხდება ოთხ ეტაპად. ტესტებს ჩვენ ველოდებით  ხვალ, შემდეგ  27-ში და ბოლო შემოტანას  5 აპრილისთვის.  რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტებს,როგორც მან აღნიშნა წამლის მარაგები მუდმივ კონტროლზეა და წამლების დეფიციტი არ შეიქმნება

გაზიარება: