კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მარნეულში, ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ერთ პაციენტს,რომელიც 4 დღეა პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა კორონავირუსი დაუდასტურდა.
პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,მართვით სუნთქვაზეა და გადაყვანილია თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ჯეო-ჰოსპიტალსში კარანტინი გამოცხადდა და მიმდინარეობს აღნიშნული პაციენტის კონტაქტების დაზუსტება. ამირან გამყრელიძის განცხადებით დაახლოებით 90 პირი უკვე იდენტიფიცირებულია,მაგრამ პირველად წყაროზე ჯერ არ გასულან.
" ქალბატონს აქვს შაქრიანი დიაბეტი და გულსისხლძარღვთა პრობლემის გამო გულის შუნტირება აქვს ჩატარებული.სახეზეა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა.ყველაფერს ვაკეთებთ,მაგრამ სავარაუდოდ დასრულდება ძალიან ცუდად",განაცხადა ლევან რატიანმა.
სულ საქართველოშე კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევაა,მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 2956 და სტაციონალში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 291 პირი.
 

გაზიარება: