კორონავირუსი (COVID 19) და ფეხმძიმობა!

კორონავირუსი (COVID 19) და ფეხმძიმობა!

იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს (COVID 19) ებრძვის და ყველა საინფორმაციო წყაროდან ისმის რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც  რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ შორის არიან ფეხმძიმე ქალები. სწორედ ამიტომ ყველა  მნიშვნელოვან საკითხზე დეტალურ ინფორმაციას  და რჩევას მოგვაწვდის კლინიკა „ფემილის „ გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი მეან-გინეკოლოგი ირმა ქართველიშვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნიტეტი განსაკუთრებულად დაქვეითებულია, კორონავირუსისგან დასაცავად რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია არ გაიცემა. დაინფიცირება შეიძლება ისეთივე სიხშირით მოხდეს, როგორც არაორსულებში. მთავარი რეკომენდაცია კვლავ ხელების ხშირი დაბანა, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება, ლორწოვან გარსზე (ცხვირში,თვალში) შემხებლობის აკრძალვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან თავის შეკავება, აუცილებლობის შემთხვევაში ხელთათმანის გამოყენება.

 

კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის მხრივ რაიმე გართულება მოსალოდნელი არ არის, განსხვავებით სხვა ტიპის გრიპისგან, რადგან ვერტიკალური გზით ეს ვირუსი არ ვრცელდება. ძუძუთი კვების დროს ძუძუთი გადაცემის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ არის. მიუხედავად ამისა,ძუძუთი კვების აკრძალვა არ ხდება.

 

ნუ აყვებით პანიკას, რადგან სტრესის დროს იცვლება ჰორმონალური ბალანსი, რაც კიდევ უფრო აქვეითებს იმუნიტეტს და ვირუსისთვის ადვილად შეღწევადი გარემო იქმნება.

 

რაც შეეხება კვებას, არაფერი იცვლება, მიირთვით მცირე ულუფებით,ვიტამინებით მდიდარი საკვები. არ მიირთვათ ტკბილი, გაზიანი სასმელები, ხორცპროდუქტები უნდა იყოს თერმულად კარგად დამუშავებული, რათა არ გამოვიწვიოთ ორგანიზმში მავნე ბაქტერიების გამრავლება, რაც არღვევს ნაწლავურ მიკროფლორას და ვირუსისთვის ქმნის საუკეთესო გარემოს.

 

დაიცავით დისტანცია, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან,ვისაც აქვს გაციების ნიშნები. მუდმივად დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. არ ინერვიულოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

 

თუ აუცილებლობა არ არის, ნუ გამოხვალთ სახლიდან,დაიცავით თქვენი თავი,ოჯახი და გარშემომყოფები.


მეან-გენეკოლოგი: ირმა ქართველიშვილი

 

 
ავტორი: ანა ტოროტაძე
 

გაზიარება: