მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამ დღეებში 4-5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამ დღეებში 4-5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

 21 მარტის მონაცემებით დაემატა კიდევ ერთი პაციენტი აჭარაში.  სულ არის 49 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, არსებული პაციენტების მდგომარეობა არ არის შეცვლილი, მხოლოდ სამი პაციენტია საყურადღებო, რომლებთანაც შეიძლება მოხდეს  კლინიკური სურათის დამძიმება,მაგრამ  საღამოს მონაცემებით მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე აღნიშნა,რომ “ 80 წელს გადაცილებული ორი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია,თუმცა პრობლემური არიან ეს პაციენტები ასაკის გამო და აქვე უნდა ითქვა, რომ ერთ-ერთს მძიმე ნევროლოგიური დაავადება აქვს, ასეთი პაციენტების მდგომარეობაზე პროგნოზის გაკეთება რთულია“.

მარინა ეზუგბაიამ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადრება პრეპარატზე - „ პლაქვენილი არ არის საპროფილაქტიკო პრეპარატი. ეს პრეპარატი მხოლოდ და მხოლოდ დაავადებულებს ენიშნებათ. აქედან გამომდინარე აუცილებელი არ არის შეიძინოთ და სახლში დააწყოთ,ასეთმა საქციელმა შეიძლება დეფიციტური გახადოს და ვისაც დასჭირდება ვეღარ მიიღოს.ნებისმიერ ადამიან ვისაც დაუდასტურდება ვირუსი ეს პრეპარატი მიეწოდება.

არასრულწლოვნების მდგომარეობა შემოსვლის დღიდან დღემდე არის თითქმის დამაკმაყოფილებელი.

 ჩვენს ცენტრში პნევმონია აღენიშნება 10 პაციენტს. აქედან ერთი იყო ყველაზე ძლიერი პნევმონია და დღეს უკვე შეიძლება სტაბილურად, საშვალოზე მსუბუქად ჩაითვალოს.“ როგორც თვითონ აღნიშნა ამ დღეებში 4-5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. რამდენიმესთან პირველი ტესტის პასუხი უკვე უარყოფილია.

გაზიარება: