მარინა ენდელაძის განმარტებით - გვყავს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი

მარინა ენდელაძის განმარტებით - გვყავს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, შვიდი ახალი ინფიცირებულიდან,ოთხი თბილისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. ისინი ახალი კლასტერის ჯგუფს განეკუთვნება და მათ ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

კორონავირუსით საერთო ჯამში ამ დროისთვის რვა პაციენტია გამოჯანმრთელებული და ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დაავადების მიმდინარეობის დროს ფილტვების ანთება ჰქონდათ და მძიმედ ფასდებოდნენ.

ენდელაძის განმარტებით - გვყავს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებიდან ერთი იყო ძალიან მძიმე, ორს ჰქონდა ფილტვების ანთება. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები და გაწერილები არიან. ამდენად, მინდა, დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ, თუ დროულად მივხედავთ ვირუსს და ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება

ოთხი ახალი ინფიცრებულის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე, ჩატარდება შემდგომი გამოკვლევები.

 საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 61 პაციენტია.მათგან რვა არის გამოჯანმრთელებულია.

გაზიარება: