მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გუშინ მარნეულიდან  თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარობა ამ დროისთვის სტაბილურია და უკეთესი - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
 
„ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად  დადასტურებული 61 შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი. 

გაზიარება: