მწვანე კოქტეილი

მწვანე კოქტეილი

ზოგადი მსოფილიო მძიმე და სტრესული ფონის საფუძველზე კოდევ უფრო მეტად უნდა შევეცადოთ ვიკვებოთ ჯანსაღად და მივიღოთ ორგანიზმისთვის საჭირი მიკროელემენტები და ვიტამინები. დღეს შემოგთავაზებთ მწვანე კოქტეილის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმინიტეტის გაძლიერებაში, არამედ შეგინარჩუნებთ წონას და დაგიცავთ გასუქებისგან კარანტინის დროს.
მაშ ასე:
ინგრედიენტები მწვანე კოქტეილისთვის გახლავთ:
• 1/2 კონა ოხრახუში • 1/2 კონა კამა
• 1/3 კეფირი ( 500მლ.- იანი ბოთლიდან)
• ნახევარი ლიმონის წვენი
მწვანილს და ლიმონის წვენს დაამატეთ ჭიქის მეოთხედი წყალი და ძალიან კარგად ათქვიფეთ ბლენდერის საშუალებით. შემდეგ ჩაამატეთ კეფირი.

მიღება ხდება ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. მაქსიმალური დოზა დღეში სამჯერ.
ოხრახუში შეიცავს:
• ვიტამინებს C, A, B1, B2, B9, E, K, PP
ასევე: • ქლოროფილს • ცილებს • ცხიმებს
• რკინას
• ნახშირწყლებს • უჯრედისს • თუთიას • კალციუმს
კამის შემადგენლობაში შედის:
• მაგნიუმს • მანგანუმს • სელენს • ფოსფორს და სხვა..
• ასკორბინის მჟავა, კაროტინი და ეთერზეთები, კამფერონი.
გააჩნია წნევის დამწევი და საშარდე ბუშტის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
მისი თესლი გამოიყენება,როგორც ნაღველმდენი, შარდმდენი საშუალება.
• ორგანული მჟავები, შაქარი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, სპილენძი, ფტორი, თუთია, რკინა, ბოჭკოვანა, პექტინი, ნახშირწყლები, ცხიმი, ცილა.
• შეიცავს ვიტამინ ჩ - ს. ლიმონი. ვიტამინები: • C, PP, B, B1, B2, B9.
ახლა ვისაუბროთ კეფირის სარგებლიანობაზეც.
ეს ლიმონის შემადგენლობაში შემავალი ელემენტების ზიგადი ჩამონათვალი გახლავთ.
ეს სასმელი ნელა, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარებათ წონის კლებაში, ხსნის კუჭისა და თირკმელების ჭვალს.წმენდს ორგანიზმს წიდებისაგან. გახლავთ მსუბუქი შარდმდენი, ორგანიზმიდან გამოდევნის სითხესა და მარილს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, აწერსიგებს მის ტრაქტს და შველის შეკრულობას.
ამრიგად თქვენ გაქვთ გარკვეული წარმოდგენა მწვანე კოქტეილის შემადგენელ პროდუქტებზე და თავად გადაწყვიტეთ რამდენად სასარგებლო იქნება ის თქვენი ჯანმრთელობისათვის.
გისურვებთ სულისა და სხეულის სიჯანსაღეს!
ავტორი: 
ნიკი კარტოზია

გაზიარება: