რაქიტი, მიზეზები და გამოვლინებები

რაქიტი, მიზეზები და გამოვლინებები

 რაქიტი ჯერ კიდევ ძვ. დროში იყო ცნობილი.  ჩვ. წთ. აღრიცხვამდე II საუკუნეში სორან ეფესოელი და გალენე აღწერდნენ დაავადებას, რომელიც ძვლის სისტემაში ვითარდებოდა და ნერვულ სისტემას ითრევდა.
XV_XVI საუკუნეებში რაქიტი ევროპის ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენდა. შემთხვევითი არა რომ ჰოლანდიელი, გერმანელი, თუ დანიელი მხატვრების ნამუშევრებში  ვნახულობთ ბავშვებს ტიპიური რაქიტის ნიშნებით. 
დღესაც კი რაქიტი საკმაოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება. მაგალითად, რუსი ბავშვების 20-60 % რაქიტითაა დაავადებული და მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ რაიონებსა და დიდ ქალაქებში ცხოვრობს.
მიზეზები
ვიტამინი D (კალციფეროლი) სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით ორგანიზმში ხვდება არამარტო საკვებიდან არამედ წარმოიქმნება კანქვეშ მზის სხივების ზემოქმედებისა და ხელოვნური UF (ულტრაიისფერი) დასხივების მეშვეობით. 
D ვიტამინი არეგულირებს კალცისა და ფოსფორის ცვლას, რაც აუცილებელია ძვლების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის. ის ასევე ამაღლებს ამ მინერალური ნივთიერებების შეწოვას მიღებული საკვებიდან და ხელს უწყბს ორგანიზს მის ათვისებაში. რაქიტის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს D ვიტამინის არასაკმარისი მიწოდება და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა კვების რაციონში, ასევე არასაკმარისი ყოფნა მზის სხივების ქვეშ, შესაბამისად განვითარების რისკი ზამთარში იზრდება. 
გარდა ამისა რაქიტი შეიძლება გამოწვეულ იქმნას: 
• გულყრის/კრუნჩხვების მკურნალობისას მიღებული პრეპარატების შედეგად,
• ზოგიერთი დაავადების დროს D ვიტამინის ათვისების დარღვევისას.    
როგორ ვლინდება?   
D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში რაქიტის სახით ვლინდება, ხოლო მოხუცებში ოსტეოქონდროზისა და ოსტეომალაციის. D ვიტამინის უკმარისობა ადრეულ ასაკში შეინიშნება.  ძირითად სიმპტომს კი ნერვული სისტემის დარღვევა წარმოადგენს. G
გარდა ამისა, მისი მახასიათებელია უძილობა, გაღიზიანებადობა, ოფლიანობის მომატება და კეფაზე გამელოტება. ოფლიანობა ბავშვებში შეიძლება ისეთი დიდი იყოს, რომ ძილისას ბავშვის თავის გარშემო წარმოიქმნას ნოტიო ლაქა ე.წ. სველი ბალიშის სინდრომი. ოფლიანობა იწვევს კანის გაღიზიანებას, რაც თავისთავად ბავშვის გაღიზიანების მიზეზი ხდება.     O
ოფლიანობისას ბავშვი მოძრაობს ხშირად და ასეთ დროს თმა იწყებს ცვენას. რაქიტის მუდმივ თანამგზავრს წარმოადგენს კუნთოვანი ჰიპოტონია და კუნთების მოშვება. შეინიშნება ე.წ. ბაყაყის მუცელი (შებერილი,დიდი მუცელი). ბავშვები, რომლებიც რაქიტით იტანჯებიან აღენიშნებათ ყიფლიბანდის სირბილე ანუ მისი დახურვის პროცესის შენელება და ასევე სარძევე კბილების გაჭრის დაგვიანება.  შესაძლებელია, რომ არასწორად გაიჭრას კბილები და განვითარდეს გიპოპლაზია (კბილის ემალის დარბილება და დაზიანება). 
დაავადების ჩამოყალიბების პროცესში ერთვება ძვლოვანი ქსოვილი, კერძოდ; გულმკერდის, თავის ქალის ძვლები, კიდურები და ხერხემალი.
რაქიტის დროს შესამჩნევია ძვლების ტიპიური დეფორმაცია:         
• ე.წ. X-ებრი ან გაღუნული ფეხები,
• მენჯის ძვლების დეფორმაცია გოგონებში, რაც შესაძლოა შემდგომში მშობიარობის გართულების მიზეზი გახდეს,
• ე.წ. ოლიმპიური შუბლი (ამოზრდილი, წინ წამოწეული შუბლი),
• თავი იღებს კუბის ფორმას და ხდება არაპროპორციულად დიდი,
• ნეკნების გასქელება იმ ადგილებში, სადაც ძვლოვანი ქსოვილი გადადის ხტილოვანში,
• მძიმე რაქიტი დროს შეიმჩნევა გულმკერდის გამოწევა ე.წ. ქათმის მკერდი.
დაავადებამ თავისი განვითარების დროს შეიძლება  ჩაითრიოს შინაგანი ორგანოები, რაც გამოხატული იქნება ხშირი პირღებინებით, მუცლის ტკივილით, ფაღარათით ან პირიქით შეკრულობით, ღვიძლის გადიდებითა და კანის სიფერფმკრთალით. რაქიტი ძუძუთაA ბავშვებში იწვევს განვითარების შეფერხებას. ასეთ ბავშვები მოგვიანებით იწყებენ თავის დაჭერას, ჯდომას, ხოხვას, დამოუკიდებლად დგომასა და სიარულს. რაქიტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სქოლიოზი, მენჯის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა, ე.წ. X-ებრი ფეხები და ასევე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ახლომხედველობა.
საბოლოო დიაგნოზს სვავს ექიმი პედიატრი.
წყარო:www.medportal.ru
ავტორი, ნინო გედევანიშვილი

გაზიარება: