რა უნდა იცოდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე ადამიანმა კორონავირუსის (COVID 19) დროს

რა უნდა იცოდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე ადამიანმა კორონავირუსის (COVID 19) დროს

 

ყველაზე აქტუალური თემა ბოლო 3 თვის განმავლობაში, ეს ის თემაა რაზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს  კრონავირუსი  COVID 19 ის სახელწოდებით.

 ვირუსი რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა.

 კორონავირუსი არის ზოონოზური ვირუსი, ზოგი სახეობა აზიანებს მხოლოდ ცხოველს და ცირკულირებს მხოლოდ ცხოველებში, ზოგ შემთხვევაში მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. ადამიანთა უმრავლესობა კორონავირუსით  ავადდება მისი ცხოვრების რაღაც პერიოდში ერთხელ მაინც. ჩვეულებრივ იწვევს ზედა რესპირაციული ტრაქტის მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ინფექციას, როგორც ჩვეულებრივი გაციება. თუმცა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს ისეთი დაავადება, როგორიც არის ბრონქიტი და პნევმონია, როგორც ეს ახასიათებს ახლა გამოვლენილ კორონავირუსს - 2019-nCoV.

 კორონავირუსი ცნობილია დაახლოებით 20 წელია, ის იწვევს საერთო გაციების 15-20 %-ს. სწორედ მან გამოიწვია 2002 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS-COV) ეპიდემიური აფეთქება ჩინეთში. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომელსაც ვირუსი ჰქონდა იყო ძუძუმწოვარი, ბინადრობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ეს ეპიდემია დასრულდა 2004 წელს, რომლის ლეტალობის მაჩვენებელი იყო 10-12%.

 ცნობილია კიდევ სხვა კორონავირუსის  მიერ გამოწვეული ეპიდემია, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახე, ცნობილია - შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS-COV) სახელით. ინფექციას სიკვდილიანობა 37%  აქვს და გვხვდება ძირითადად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ამ შემთხვევაში, ცხოველი, რომლისგანაც გავრცელდა ვირუსი იყო აქლემი.

 კორონავირუსი, რომელიც ახლა იწვევს პნევმონიას ჩინეთში და რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება მთელ მსოფლიოში, არის ვირუსების დიდი ოჯახი, რომელსაც აქვს გარკვეული მსგავსება ზემოთ ხსენებულ 2 ვირუსთან. ეს ვირუსები გადაეცემა ცხოველიდან  ადამიანს. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 1 კვირამდე (ზოგიერთ წყაროში 2-14 დღე). 2019-nCoV-ით გამოწვეული ინფექცია პირველად დაფიქსირდა ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში. პირველი ინფიცირებული ადამიანები თევზის და გარეული ცხოველების ბაზრობებზე დაფიქსირდა, სადაც ცხოველები და ადამიანები მჭიდრო კავშირში არიან. ეს ვირუსი უხშირესად მსუბუქი და საშუალო ფორმით მიდის.

 როგორ ვრცელდება კორონავირუსი?

 • წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით

 • თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით

 • დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით შეხება, ხელის ჩამორთმევა ახალი კორონავირუსი (COVID-19) ადამიანიდან ადამიანზე ახლო მანძილზე ვრცელდება, როგორც სხვა რესპირაციული დაავადებები, მაგალითად გრიპი. დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთის სხვა ადამიანის ლორწოვანზე მოხვედრით.მეცნიერთა მოსაზრებით ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილ წვეთს რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე გავრცელება შეუძლია. შესაძლებელია, ეს წვეთები სხვა ადამიანს ან პირდაპირი კონტაქტის გზით შეხვდეს და დააინფიციროს სუბიექტი, თუ იგი ხელით შეეხება დაბინძურებულ ზედაპირს.

ახალი კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 2-დან 14 დღემდე პერიოდს მოიცავს. ახალი კორონავირუსით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს. დაავადების გართულების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანში შესული ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც სხვა თანმხლები დაავადებები აწუხებთ, როგორებიცაა ასთმა, დიაბეტი, გულ-სისხძარღვთა დაავადებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ყველა ასაკის ადამიანს, რომ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები.

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი მედიკამენტებისა და ვაქცინის შესაქმნელად.

 რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ რესპირაციული დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა:

 • ცხელება

 • ხველა

 • სუნთქვის გაძნელება

  როგორ უნდა დაიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგა?

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი

 • ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით

 • მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან /არ გამოიყენოთ დაავადებული ადამიანის პირადი ნივთები

 • კონტაქტის შემთხვევაში დაიცავით (14 დღიანი კარანტინი ან თვითიზოლაცია)

 • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი

 • მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი

 • მოერიდეთ დაუცველ და მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან

 როგორ უნდა დავიცვათ გარშემომყოფები დაინფიცირებისგან?

 • თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან ხველა, მოერიდეთ გარშემომყოფებთან მჭიდრო კონტაქტს

 • მაღალი ტემპერატურის, ხველის და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

 • აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობის ისტორია და სიმპტომები

 • ხელსახოცი  გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ

 • უმჯობესია პირბადის გამოყენება მოხდეს, მხოლოდ ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, რათა შევამციროთ ინფექციის გავრცელება.

 რა უნდა იცოდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონდე ადამიანმა ?

 ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა პათოლოოგიი მქონე პაციენტების დიდი ნაწილის ასაკი  60 >  ისინი შედიან მაღალი რისკის ჯგუფში COVID-19 ის განვითარების.

 ასევე სავარაუდო მექანიზმი დადგენილია - ვირუსს აქვს მაღალი აფინურობა ცილისადმი (ACE2) რომელიც დიდი რაოდენობით ფილტვის და გულის ქსოვილშია გამოხატული. (ამიტომაც არის გართულებები სასუნთი სისტემის და გულის მხრივ) დოქტორ მუჰამედ მაჯიდმა (UTHealth, Houston, TX), რომელმაც წლების განმავლობაში გაატარა გრიპის ვირუსებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირის შესწავლა, იგი „უხეშ-ვირუსად “ დაასახელა.

 ”კარდიოლოგებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი პაციენტების ნაწილს  დაემართებათ  COVID-19 რაღაც მომენტში,” –

 თქვა მან. ” მათ სიფხიზლე სჭირდებათ.!!!

 ვირუსმა, ასევე შეიძლება   პროვოცირება გაუკეთოს   რიტმის დაღვევას ,გამოიწვიოს გულის კუნთის ანთებას (მიკარდიტი) რის ფონზეც  ვითარდება  გულის უკმარისობა, ამრიგად, COVID-19  იან პაციენტებში რომლებასც  აღენიშნებათ თანმხლები გულ-სისხძარღვთა პათოლოგიები   გულის ფუნქციების მონიტორინგის  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

ასვე ერთ-ერთ რისკ ფაქტორად განიხილება არტერიული ჰიპერტენზია, ამიტომაც მეტი სიმკაცრით ვაკონტროლოთ  არტერიული წნევა  და მივაქციოთ ყურადღევა  სამიზნე ციფრების მიღწევას!

 დავიცვათ ჩვენს ირგვლივ მყოფი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები!

 მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ხშირად გავუმეოროთ ვირუსისგან თავდაცვის გზები, გრიპის  სიმპტომების გამოჩენის თანავე მივმართონ პირველად ჯანდაცვის რგოლს ძალიან დიდი  ჯანსაღი ცხოვრების წესს სწორ კვებას და ასევე ყოველწლიურიგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!

ამ ეტაპზე არ არის სპეციფიური მედიკამენტი, არც ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი მედიკამენტებისა და ვაქცინის შესაქმნელად.

ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა დიდი განსაცდელის ქვეშ არის, თუმცა ერთად ყველაფერს შევძლებთ.  მადლობა ყველას, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის 24 საათის განმავლობაში ! 
დიდი მადლობა ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს მათი დამსახურეებაა ჩვენს ქვეყანაში გავრცელების არეალის სიმცირე. მადლობა  თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს და მათ გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის!

ავტორი: ექიმი, კარდიოლოგი ნათია ნათელაშვილი

გაზიარება: