როგორ მოვუაროთ ახალშობილს

როგორ მოვუაროთ ახალშობილს

  ახალშობილი

ახალშობილი არის ბავშვი დაბადებიდან 28 დღემდე.  ამ პერიოდში მას ძინავს (16-18სთ) ან ღებულობს საკვებს. სიცოცხლის პირველ თვეს  ხდება ახალ გარემოში ადაპტაცია: მუცლადყოფნის პერიოდისგან განსხვავებული სახით იწყებს ფუნქციონირებას სისხლის მიმოქცევის, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემები, ასევე მკვეთრად იცვლებას მენის, მხედველობის და ტაქტილური გამღიზიანებლებით მიღებული შეგრძნებები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სითბური რეჟიმის დაცვას, რადგან ამ პერიოდში თერმორეგულაცია არაა სრულყოფილი და ახალშობილი მიდრეკილია როგორც ჩახურების ასევე გადაცივებისკენ (ოთახის ნომალური-ტემპერატურა 22 გრადუსია)

კვება

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ბავშმა საკვები უნდა მიიღოს მოთხოვნისთანავე. იგი ამას გვაგრძნობინებს ტირილით, ტუჩების წოვითი მოძრაობით, მოუსვენრობით. ბავშვის კვების დროს დედამ უნდა უზრუნველყოს ძუძუზე სწორი მოჭიდება, რაც გულისხმობს რომ ბავშვი არა ძუძუსთავს არამედ არეოლას(ძუძუს გარშემო არე) მოაქცევს ტუჩებს შორის. კვების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვის აქტივობაზე. ბავშვი საკვებს ღებულობს სანამდე გვესმის ყლაპვის ხმა, როდესაც იგი მხოლოდ წოვს შეიძლება კვების შეწყვეტა. ამ პერიოდში ბავშვის კუჭის მოცულობა ძალიან პატარაა, არ შეესაბამება რეალობას ამიტომ იგი ხშირად ითხოვს ძუძუზე მიყვანას ეს კი  დედების ნაწილში აჩენს განცდას რომ მისი ლაქტაცია არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროა ხელოვნური საკვების დამატება, რაც არ შეესაბამება რეალობას. თუ ბავშვი საკვებს ღებულობს საკმარისი რაოდენობით იგი შარდავს 6-8 ჯერ/24 საათში და ყოველდღიურად აქვს ნაწლავთა მოქმედება. (პირველი 3-4 კვირა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ამ დროს უნდა ვიყოთ ყურადღებით, დროულად ჩავბანოდ ბავშვი, რომ არ გამოგვეწვას) თუმცა ზოგჯერ ნაწლავთა მოქმედება არ არის 72 საათის მანძილზე, რაც არაა საგანგაშო თუ კი  თავისუფლად გამოყოფს აირებს და შარდავს მინიმუმ 4ჯერ/24საათში.

ნაწლავთა მოქმდების არქონა- არ არის გაზგამყვანი მილით ან სხვა მექანიკური გამღიზიანებლით სწორი ნაწლავის გაღიზიანების საფუძველი, ეს ერთერთი არასწორი და მავნე დახმარების სახეა ამ ასაკში.  უნდა გვახსოვდეს რომ ქალის რძე 70-90% წყლისგან შედგება და ბუნებრივია ასეთი კონსისტენციის საკვები რომ უპირატესად შარდის სახით იყოს გამოყოფილი.

ბავშვები რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე საკვებს ღებულობენ 3 საათში ერთხელ, ღამის 6 საათიანი შუალედის დაცვით. რაც შეეხება დედას მას განსაკუთრებული დიეტა არ ენიშნება.

ძილი
ბავშვს კვებებს შორის უპირატესად ძინავს. საწოლში მატრასი უნდა იყოს მაგარი,თეთრეული და ტანსაცმელი უნდა იყოს ბამბის, ბალიში არაა საჭირო. ბავშვი საწოლში წევს ზურგზე თავი გვერდზე მოტრიალებული ან გვერდზე, მუცელზე ძილი 1 წლის ასაკამდე არაა რეკომენდებული.

მოვლა
ბავშვი უნდა დავბანოთ ყოველდღიურად (6 თვემდე), სუფთა წყლით (საჭირო არაა რომ იყოს გადადუღებული), წყლის ტემპერატურა 37-38 გრადუსია, დაბანის შემდეგ გადავავლოთ 38 გრადუსი ტემპერატურის გვირილას ან ორკბილას ნაყენი და გავამშრალოთ რბილი ნაჭრით ან პირსახოცით, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ კანის ნაკეცებს, არ დაგრჩეთ სითხე, რაც შეიძლება გახდეს გამოყელვის მიზეზი. ყური მოამშრალეთ გარედან ბამბის ფთილით, შიგნიდან ღრმად ამოწმენდა არაა რეკომენდებული. კვირაში 1 ან 2ჯერ დაბანეთ საბავშვო საპნით ან დუშ-გელით.დაბანის შემდეგ გამშრალებული კანი დაამუშავეთ დამატენიანებელი კრემით.  ბავშვის ოთახი რამდენჯერმე გაანიავეთ დღის მანძილზე.

ჭიპი
დღესდღეობით ახალშობილთა უმრავლესობა ბინაზე ეწერება ჭიპლარის ტაკვით. განსაკუთრებულ მოვლას ის არ საჭიროებს, მუმიფიცირების შემდეგ მოვარდება  და მერე მთავარია ჭიპი შევინახოთ მშრალად და სუფთად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასზე  რამე უნდა დავაკრათ, განსაკუთრებით დაბანის დროს. ამჟამად ჭიპის დამუშავებას აღარ მიმართავენ, პირველ დღეებში შეიძლება შეამჩნიოთ მცირე სისხლიანი გამონადენი(რაც დასაშვებია). თუ კი შეამჩნევთ ჭიპის ირგვლივ სიწითლეს, არასასიამოვნო სუნს და უფრო დიდი მოცულობით სისხლიან გამონადენს მიმართეთ ექიმს.

ჰაერზე სეირნობა
ბავშვის გარეთ გაყვანა ჯერ აივანზე, შემდეგ კი ეზოში, სეზონის მიხედვით შეგიძლიათ 10-15-20 დღის ასაკიდან. გარეთ ყოფნის დროის თანდათან მომატებით. 
ავტორი:
თამაზ კორძახია 
პედიატრი - ნეონატოლოგი

გაზიარება: