საგანგებო მდგომარეობა და ადამიანის უფლებები!

საგანგებო მდგომარეობა და ადამიანის უფლებები!

სამედიცინო მედია პორტალი - www.medicalportal.ge  ესაუბრა, იურისტს, კონსტიტუციონალისტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის დირექტორს ვახუშტი მენაბდეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და ამ დროს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 
- ვინ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და რა წესის დაცვით ცხადდება?

ეპიდემიის დროს, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარდგინება პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან, თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს ძალას.

- რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება?

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი და ტერიტორიული საზღვრები. ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.
რომელი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა არის შესაძლებელი და რომელის არა?

საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა:

·      თავისუფლების უფლება;

·      გადაადგილების თავისუფლება;

·      პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

·      გამოხატვის თავისუფლება;

·      სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფრომაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;

·      საკუთრების უფლება;

·      შეკრების თავისუფლება;

·      შრომითი უფლებები.

- თუ შეგიძლიათ მაგალითებით აღწეროთ საგანგებო მდგომარეობა და ამ დროს სახელმწიფო ორგანოების როლი და ეფექტურობის მნიშვნელობა?

საგანგებო მდგომარეობის დროს, მაგალითად: შესაძლებელია ადამიანებს გადაადგილება შეეზღუდოთ და ა.შ. გააჩნია ვითარებას. ახლა რა რეკომენდაციები შესაძლოა ის სავალდებულო გახდეს. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწო ეფექტიანი იყოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბროლაში. მაგრამ ამავდროულად, საფრთხეც არის, ეს ადამიანის უფლებებისთვის.

გაზიარება: