ტრავმები და პირველადი დახმარება ბავშვებს

ტრავმები და პირველადი დახმარება ბავშვებს

ბავშვები – მოძრავი, დაუდეგარი არსებები არიან, ისინი ამჟღავნებენ ცნობისმოყვარეობას, აქტიურად ითვისებენ გარემომცველ სამყაროს და ადვილად ხდებიან საყოფაცხოვრებო ტრავმების მსხვერპლნი. ისეთი შემთხვევების დროს როგორიცაა: ცხელი ჩაის გადასხმა, საქანელიდან ჩამოვარდნა, სკოლის ასაკის ბავშვებში კი ველოსიპედით ან ე.წ. როლიკებით სიარულისას მიღებული დაზიანებები. უფროსები ვალდებულნი არიან იცოდნენ თუ სად რა საშიშროება შეიძლება დაემუქროთ მათ შვილებს და მოახდინონ პრევენცია. 
თუმცა სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური დაცვა შეუძლებელია; ადრე თუ გვიან ისინი სახლში კოპებითა და სილურჯეებით ბრუნდებიან. ამ სიტუაციაში მშობლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სრული მობილიზებისა და სასწრაფო  დახმარების გამოძახების გარდა  ექიმის მოსვლამდე შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენა. რაც არამარტო შეუმსუბუქებს პატარას მდგომარეობას, არამედ ხელს შეუწყობს და დააჩქარებს მის გამოჯანმრთელებას. პირველადი დახმარება ბავშვს შეიძლება დასჭირდეს არამარტო ტრავმების დროს, არამედ სხვა და სხვა დაავადების, მაღალი ტემპეტარურის, საკვებით მოწამვლის, პირღებინების და სხვა შემთხვევებში. მათ ხშირად ეს სიმპტომები დღესასწაულებისა და დასვენების დღეებში აღენიშნებათ, მაშინ როცა სხვა თანატოლებთან ერთად ერთობიან. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის გამოძახების გარდა, მშობელს თან ქონდეს ე.წ. მინი აფთიაქი და სადღეღამისო სამედიცინო სამსახურის სატელეფონო ნომრები. 
 
წყარო:www.medportal.ru
 
ავტორი, ნინო გედევანიშვილი

გაზიარება: