ტრიგემინალური(სამწვერა ნერვის) ნევრალგია

ტრიგემინალური(სამწვერა ნერვის) ნევრალგია

 

Პირველ რიგში,სანამ უშუალოდ პათოლოგიაზე გადავიდოდეთ,რა თქმა უნდა,აუცილებელია იმის გაგება,თუ რა არის ზოგადად სამწვერა ნერვი
სამწვერა ნერვის ანატომია
სამწვერა ნერვი-თავის ტვინის მე-5 წყვილი ნერვია,სახელიც გვეუბნება,რომ ეს ტრიადაა,3 უმნიშვნელოვანესი ნერვი,რომელიც სამ სხვადასხვა ადგილას მიემართება.
ეს ნერვული ტოტებია:
1. თვალბუდის ნერვი-მგრძნობიარე იმპულსების მატარებელი(პასუხისმგებელია თვალის კაკლის,ზედა ქუთუთოს,წარბისა და შუბლის კანის ინერვირებაზე)
2. ზედა ყბის ნერვი-ასევე მგრძნობიარე იმპულსების მატარებელი(პასუხისმგებელია ზედა ყბის,ზედა კბილებისა და ცხვირის ღრუს ინერვირებაზე)
3. ქვედა ყბის ნერვი-ეს ცოტა განსხვავებულია,რადგან არა მხოლოდ მგრძნობიარე,არამედ მამოძრავებელ იმპულსებს გასცემს(პასუხისმგებელია ქვედა ყბის,ქვედა კბილების,ენის წინა ორი მესამედის ინერვაციაზე,ასევე საღეჭი კუნთების ინერვაციაზე)
მოკლედ,უკვე ვიცით,თუ რას ანერვებს სამწვერა ნერვი,და ადვილი მისახვედრია,რომ ნევრალგიისას,პრობლემა სწორედ იმ ადგილებსა და კერებზე წამოვა,რომლებიც აღნიშნული ნერვების კომპეტენციაში შედის.
ტრიგემინალური ნევრალგია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიური მდგომარეობაა,რომელიც კონკრეტული და სხვადასხვა მიდამოს ტკივილით ხასიათდება, ამ დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შეტევითი,დენის დარტყმის მსგავსი ტკივილები,რომლებიც შეიძლება ორი,სამი,შვიდი ან 15 წამიც კი გაგრძელდეს,შემდეგ კი თავისით ჩერდება.
ნევრალგიის გამომწვევი ასე ერთი მიზეზი არ არსებობს,ტრიგემინალური ნევრალგია შეიძლება იყოს მენინგიტის ფონზე განვითარებული,ან ნებისმიერი პათოლოგიის ფონზე გამოწვეული,თუმცა დღესდღეობით მიიჩნევენ,რომ საკმაოდ გავრცელებული მიზეზი არის ნეიროვასკულარული კომფლიქტი.რას ნიშნავს ეს?
●ნეიროვასკულარული კომფლიქტი-ტერმინიც გვეუბნება,რომ ნერვსა და სისხლძარღვს შორის ვერაა მთლად კარგი ურთიერთობა ეს თავს მხრივ გულისხმობს იმას,რომ არტერიის ძლიერი პულსაცია ნერვს აწვება,შემდეგ იწვევს მის დემიელინიზაციას და ნერვული იმპულსის სწრაფად და მძლავრ გავრცელებას,რაც ტკივილს გვგვრის.
მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს(მედიკამენტოზური,ქირურგიული) 
Ხშირად როცა მედიკამენტოზურ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს,საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. იყო ასეთი მიდგომაც(თუმცა განვითარებად ქვეყნებში მას აღარ მიმართავენ) რომ კონკრეტული კანის მიდამოს მაინერვირებელი ნერვის ბლოკადას მიმართავდნენ,ანუ იმ ნერვს "თიშავდნენ" რომელიც ტკივილს იწვევდა და პაციენტი უკვე ვეღარაფერს გრძნობდა(ის უბანი შეგრძნებას არ აღიქვამდა).
თუმცა დღეს უკვე მიმართავენ სხვა მიდგომას,ეს გახლავთ ზემოთ ხსენებული  ნეიროვასკულარული კომფლიქტის პრობლემის გადაჭრა:რაც ნიშნავს იმას,რომ "გაავებულ და აგრესიულ" არტერიას ნერვს მოაცილებდნენ და თავის მხრივ არტერიაც ვეღარ გაუწევს ნერვს კომპრესიაᲡ.

ავტორი: ანრი კალანდაძე

გაზიარება: