ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა

ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა

ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" იუწყება,რომ ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა.
ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლი, ჩჟან სილმინის განცახდებით, პრეპარატი „ფავიპირავირი“, რომელსაც იაპონური კომპანია Fujifilm Toyama Chemical აწარმოებს, კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი აღმოჩნდა.
ჩჟან სილმინის განმარტებით, წამლის 340 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ უჰანსა და შენჟენში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
სპეციალისტების მტკიცებით, მედიკამენტს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი აქვს და ფილტვების მდგომარეობას დაახლოებით 91%-ით აუმჯობესებს.
დაავადებულთა ანალიზებმა აჩვენა, რომ , ვინც „ფავიპირავირს“ იღებდნენ, 4 დღეში კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი ჰქონდათ. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ.

გაზიარება: