1-ლი თებერვლიდან გარკვეულ ქალაქებში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი,სკოლები,სავაჭრო ობიექტები

1-ლი თებერვლიდან გარკვეულ ქალაქებში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი,სკოლები,სავაჭრო ობიექტები

1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ  ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო მიიღო,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

გაზიარება: