პარკინსონის დაავადება

 პარკინსონის დაავადება

ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადება, რომელიც აზიანებს სამოძრაო სისტემას. გამოირჩევა ნელი პროგრესით. ყველაზე ხშირად დაავადება უჩნდებათ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
მიზეზები
დაავადება ჩნდება თავის ტვინში ნერვული უჯრედების მუშაობის დარღვევით ან კვდომით (შავი სუბსტანცია) და ნერვულ სისტემაში დოფამინის ბალანსის დარღვევის შედეგად. პარკინსონის დაავადების მიზეზებია:
• D ვიტამინის მწვავე დეფიციტი;
• თავის ტრამვები;
• თავის ტვინის სიმსივნე;
• თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
• გენეტიკური მიდრეკილება;
• ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები;
• ვირუსული ინფექციების გართულება;
• ორგანიზმის მოწამვლა საშიში ტოქსინებით.
პარკინსონის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
• ხელების კანკალი, რომელიც ნელ-ნელა გადადის ქუთუთოებზე, ქვედა ყბაზე, თავზე, ფეხებზე;
• კუნთების მუდმივი დაჭიმულობა;
• მოძრაობის გართულება;
• «არეული» სიარული;
• მიმიკის მოშლა;
• მოხრა;
• სახის გამომეტყველების მოშლა;
• დაავადებული იშვიათად აფახულებს თვალებს;
• საუბარი ხდება მშვიდი, მონოტონური;
• ხელნაწერის ცვლილება.
დიაგნოსტიკა
• თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
• თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
• ელექტროენცეფალოგრამა;
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა საქმე მივიდეს ისეთ გართულებებამდე, როგორიცაა:
• ხშირი ტრამვები;
• აზროვნების პრობლემები;
• შარდვის დარღვევა;
• საშარდე სისტემის ინფექციები;
• ქრონიკული შეკრულობა;
• თანმდევი ინფექციები (პნევმონია).
რთულ ფორმებში გადასული დაავადება იწვევს ლეტალურ შედეგს.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
• გენეტიკური მიდრეკილების ადამიანები;
• 50 წელს გადაცილებული ადამიანები;
• ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ თავის ტრამვები და თავის ტვინის ოპერაციები;
• მამაკაცები;
• ადამიანები, რომლებიც ხშირად ექცევიან ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
• ბალანსირებული კვების დაცვა;
• ჩაისა და ყავის გამოყენება;
• საკვებში ბევრი კენკროვანისა და ციტრუსის გამოყენება;
• აქტიური ცხოვრების სტილის ქონა.

გაზიარება: